ხერარდო მარტინო არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წავიდა.
53 წლის სპეციალისტმა გუნდი არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტ დამიან დიუპელეტთან საუბრის მერე დატოვა.
ახალი მწვრთნელი ჯერ არ იციან ვინ იქნება. რამდენიმე დღეში არგენტინის ნაკრები რიოს ოლიმპიადისთვის მზადებას დაიწყებს, წერს La Nacion
ტატა მარტინო არგენიტინის ნაკრებში 2014 წლის აგვისტოში მივიდა. მისი ხელმძღვანელობით არგენტინამ კოპა ამერიკის ორი ფინალი წააგო.
შეგახსენებთ, ახლახან კოპას ფინალში წაგების შემდეგ გუნდიდან წასვლაზე თვით ლეო მესიმ განაცხადა, რომელსაც მხარი სხვა ვარსკვლავებმაც აუბეს. ახლა კი მწვრთნელიც წავიდა.