LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა უფრო რთული იქნება: მალე საქაართველო მსოფლიოს შეერკინება

184
-MG-0851-Instory

ბორჯღალოსნებმა ერთკვირიანი ვარჯიშის შემდეგ ტოკუშიმას ბანაკი დატოვეს და ნაგოიაში ჩავიდნენ, სადაც 2019 წლის მსოფლიო თასის პირველი მატჩისთვის მზადებას განაგრძობენ.

გუნდს სადებიუტო შეხვედრა 23 სექტემბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე ტოიოტაში, უელსის ნაკრებთან ელის.

ტოკუშიმაში გუნდს ნაყოფიერი, სხვადასხვა აქტივობებით დატვირთული პერიოდი ჰქონდათ. პრეფექტურის ხელმძღვანელობა და მოსახლეობა ჩვენს ნაკრებს გულთბილად დახვდა და მოსამზადებლად საუკეთესო პირობები შეუქმნა.

ნაგოიაში ჩასვლის შემდეგ, ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასის ფარგლებში პირველი პრესკონფერენცია გამართეს. მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ და ნაკრებში დაბრუნებულმა ვარსკვლავმა მამუკა გორგოძემ, ჟურნალისტების კითხვების უპასუხეს.

მიზნის მიღწევა უფრო რთულია

„ახლა მიზნის მიღწევა უფრო რთული იქნება. 2015 წელს ჩვენ შეუმჩნეველები ვიყავით, არავინ ელოდა ჩვენგან ასეთ თამაშს და ტონგელმა მორაგბეებმა, მათთან მოგების შემდეგ, ეს პირადად მითხრეს. ამჯერად „რადარებს“ ვერ დავემალებით და წელს მიზნის მიღწევა უფრო რთული იქნება.

ეს მსოფლიო თასია და ორი წლის წინანდელზე განსხვავებული თამაში იქნება. რიგ კომპონენტებში ჩვენ გვექნება გარკვეული უპირატესობები. რა თქმა უნდა შერკინება ერთ-ერთი მთავარი იარაღი იქნება. უელსის ტრავმებს ვითვალისწინებთ, თუმცა ეს ექვსი ერის გამარჯვებული გუნდია, ასეთი შედეგის მიღწევა კი, სიღრმეების გარეშე წარმოუდგენელია“.

საქართველოს ნაკრებში დაბრუნებული 35 წლის მამუკა გორგოძე მეოთხე მსოფლიო თასს ითამაშებს.

„მას შემდეგ, რაც ნაკრებში ბოლო თამაში ჩავატარე, ძალიან დიდი დრო გავიდა. გუნდში ჩემი როლი ისეთივე იქნება, როგორიც ნებისმიერი მოთამაშის. მოედანზე თუ მის მიღმა, შედეგის მისაღწევად მაქსიმუმს გავიღებთ. ახლა თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. გუნდს მარტივად შევეწყე. ჩვენი სიძლიერე სწორედ იმაშია, რომ მთელი გუნდი ერთი ოჯახივით ვართ.

ბორჯღალოსანთა კაპიტანი მერაბ შარიქაძე:

„სირბილი ახლახანს დავიწყე და თავს ნორმალურად ვგრძნობ. ტრავმა ძალიან ცუდ დროს მივიღე. იმედი მაქვს, რომ მსოფლიო თასის მსვლელობისას ფორმაში შესვლას მოვახერხებ. ჩვენგან ბევრს ელიან და ყოველ დღე, ყოველ საათს მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები