LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა უკვე ოფიციალურად: საქართველო იაპონიაშია

42

საქართველო მომდევნო, 2019 წლის მსოფლიო თასზე გავიდა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მსოფლიო თასზე გამოსვლა დადებითად შეფასდა და მას ისტორიულიც კი ეწოდა, ძირითადად ორი მიზეზის გამო. ერთი, რომ პირველად მოხდა, როცა ბორჯღალოსნებმა ორი მატჩის მოგება მოახერხეს და მეორე, პირველად მოგვეცა შანსი მომდევნო მსოფლიო თასზე ავტომატურად მოვხვედრილიყავით. ეს მიზანი ძალიან ახლოს იყო, თუმცა მაინც გასანაღდებელი გვქონდა, რადგან ტონგას საქართველოს გადასწრების თეორიული შანსი რჩებოდა. თუმცა სასწაული არ მოხდა, ტონგამ ახალ ზელანდიასთან წააგო და ამით საქართველოს ნაკრებს მწვანე შუქი აუნთო.
ჩვენი ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში ახალმა ზელანდიამ მისთვის უკვე უმოტივაციო თამაშში არაფერი დაუთმო მეტოქეს და სოლიდური სხვაობით 47:9 მოუგო (14:3 პირველი ტაიმი). შედეგად მივიღეთ ის, რომ საქართველო 8 ქულით მესამე ადგილზე გავიდა. პირველი რა თქმა უნდა ახალი ზელანდიაა 19 ქულით, მეორე არგენტინა – 10 ქულა, ტონგას 6 ქულა მოუგროვდა, ხოლო ბოლოადგილოსანმა ნამიბიამ 1 ქულა აიღო.

ამრიგად, ქართული რაგბის ისტორიაში კიდევ ერთი გამორჩეული ფურცელი ჩაიწერა და საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ყოველგვარი შესარჩევი ტურნირის გარეშე მოიპოვა მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან შერკინების უფლება.
საქართველო 2019 წელს იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასზე უკვე მოხვდა: წინ ბორჯღალოსნებო!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები