Xcite ავტომობილები აღარ იწარმოება. თუმცა პროექტი დახურული არ არის. Nissan-ის ყოფილი საწარმო კონვეიერიდან აღარ ჩამოდის Xcite კროსოვერები: წარმოება შეჩერდა დაწყებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ. ამასთან, ბრენდი გააგრძელებს არსებობას და შეიძლება კვლავ ამუშავდეს, თუკი ბაზარზე არსებული სიტუაცია ამის საშუალებას მისცემს.
აღსანიშნავია, რომ დილერებს ჯერ კიდევ დარჩათ Xcite-ის მარაგი – დაახლოებით 3500 ავტომობილი, რომელთა გაყიდვაც გაგრძელდება.
„ბაზარი გვიკარნახებს ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს. პროექტი არ გაჩერებულა, უბრალოდ ძალიან სწრაფად დავიწყეთ, დიდი რაოდენობით ავტომობილები გამოვუშვით კლებად ბაზარზე. თუ მოთხოვნის ზრდა დაიწყება, არ გამოვრიცხავ, რომ, დამატებით პარტიას შევუკვეთავთ,“ – თქვა ქარხნის ხელმძღვანელმა.