ალასკის სანაპიროსთან ახლოს უკვე კვირაზე მეტია ავტომობილებით დატვირთული გემი იწვის. ხომალდს დაახლოებით სამი ათასი მანქანა გადაჰქონდა, მათ შორის 800-მდე ელექტრომობილი. ხანძარი თავდაპირველად სწორედ ელექტრომობილების ნაწილში გაჩნდა და შემდეგ ყველგან გავრცელდა.
აშშ-ის სანაპირო დაცვა ხანძრის ლოკალიზებისთვის აქტიურად მუშაობს. შემთხვევის ადგილზე უკვე მისულია პირველი სამაშველო გემი, რომელიც სიტუაციის პირველად შეფასებას ცდილობს. უახლოეს ორ კვირაში მას კიდევ ორი სამაშველო ხომალდი შეუერთდება.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ძლიერი ქარისა (25 მ/წმ-მდე) და ტალღებისა (1.8 მ-მდე), გემი ამ დრომდე სტაბილურად ტივტივებს და საწვავის დაღვრის ფაქტი არ დაფიქსირებულა.