როდესაც ადამიანს ცხოვრებაში მიზანი აქვს დასახული ანუ მოტივირებულია – ალცჰაიმერის დაავადების განვითარება ბევრად დაბალია. აღმოჩნდა, რომ მიზნის დასახვა ტვინის ფუნქციონალობას იცავს, მაშინაც კი, როცა ადამიანს ცხოვრებაში ბევრი სტრესი ხვდება და ტრავმების გადატანაც უწევს.
ასეთ დასკვნამდე ბარსელონის უნივერსიტეტის მეცნიერები 624 ცდისპირზე დაკვირვების შემდეგ მივიდნენ.
საინტერესოა, რომ კვლევაში მონაწილეთა საშუალო ასაკი 53 წელი იყო და ისინი ორ ჯგუფად გაყვეს. ნაწილს ცხოვრებაში მაღალი მოტივაცია ჰქონდა, მეორე ნაწილს კი ნაკლები. ამის შემდეგ ცდისპირთა კოგნიტიური შესაძლებლობები დატესტეს და ტვინიც დაასკანერეს.
საბოლოოდ დადგინდა, რომ ცხოვრებისეული მიზნების მქონე ადამიანებს კოგნიტიური შესაძლებლობები უკეთესი ჰქონდათ და ყველა ექსპერიმენტში უკეთესი შედეგი დააფიქსირეს.
შეგახსენებთ, რომ ალცჰაიმერის დაავადება მეხსიერების პრობლემებს, მსჯელობის, განსჯის უნარის დაქვეითებას და სხვა კოგნიტიურ სირთულეებს იწვევს.