LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკ ბოლდუინი Google-ში ყველაზე პოპულარული მსახიობია

38
alec-baldwin-shooting

Google-მა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა და ალეკ ბოლდუინი ყველაზე ხშირად მოძებნილ მსახიობად დაასახელა. როგორც ჩანს, 2021 წელს ბოლდუინმა ყველას გადაუსწრო და ინტერნეტ მომხმარებლების განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა.

რეიტინგში მეორე ადგილი პიტ დევიდსონმა დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ბოლდუინის პოპულარობა გადასაღებ მოედანზე მომხდარ უბედურ შემთხვევას უკავშირდება. მსახიობმა სარეკვიზიტო იარაღით ოპერატორი მოკლა, რეჟისორი კი დაჭრა.

Google-მა ყველაზე პოპულარულ სერიალად კორეული „კალმარის თამაში“ დაასახელა.

რაც შეეხება პანდემიას, წელს ნაკლებად აქტუალური იყო ტესტირება და მომხმარებლები უფრო ხშირად ვაქცინით ინტერესდებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები