LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილის მეუღლე: „ასე არ შემშინებია „ნაციონალების“ დროს…“

64

ალეკო ელისაშვილის მეუღლე, ირინა კილოსანიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს: „ასე არ შემშინებია ნაციონალების დროს, თუმცა მაშინაც ძალიან მეშინოდა…“ როგორც ირინა წერს, ყველაზე მეტად, როგორც თავად უწოდებს, „სამთავრობო არხის“, ანუ „ჯი-დი-ეს“-ის გადაცემა „20-30“-ის ანონსმა შეაშინა, სადაც დასმული იყო შეკითხვები: რატომ ვერ წარუდგინა კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ პროკურატურას მანანა კობახიძის მიერ მისთვის გაგზავნილი sms-ი და რა მტკიცებულებები არსებობს ბრალდების დასამტკიცებლად?! როგორ განვითარდება პროცესები?! შეიძლება თუ არა პასუხისგებაში მიეცეს ალეკო ელისაშვილი, თუ ის მტკიცებულებების წარმოდგენას ვერ შეძლებს…

ირინას მოსაზრებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ და ძირითადად, სწერენ, რომ არ უნდა შეშინდეს, რადგან ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა ერთ-ერთი მეგობარი ასეთ კომენტარსაც აკეთებს: „ისე, ობიექტურობა რომ შევინარჩუნოთ, ნაცებს უკვე გაკოჭილი ეყოლებოდათ, უბრალოდ, მაშინ არც საკრებულოს წევრი ყოფილა და არც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, გიჟი თავისუფალიას პონტში ჰყავდათ. ვნახოთ, ესენი როგორ გამოავლენენ თავს“.

თავად საკრებულოს დეპუტატი და შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი, რომელიც მაღალჩინოსნებს მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს, ჟურნალ „სარკის“ დღევანდელ ნომერში აცხადებს, რომ მის ახლობლებს ეშინიათ, დედა კი დღე და ღამე ტირის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები