ბრაზილიელი მოდელი, ალესანდრა ამბროსიო Victoria’s Secret-ის გადაღებისთვის გაშიშვლდა. ლამაზმანმა კოვბოის სტილი მოირგო და წელს ზემოთ სამოსზე უარი თქვა.
პაპარაცულ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლები 36 წლის ლამაზმანის ფორმაში ყოფნაზე წერენ და აცხადებენ, რომ ამბროსიო შესაშურად გამოიყურება.
”შენი სხეული აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ორსულობამდე იყო. რაც არ უნდა გითხრას ხალხმა, ეს არ დაიჯეროთ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბავშვების გაჩენის შემდეგ ჩემი ფიგურა გაცილებით მომხიბვლელი გახდა და მეც თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ”, – განაცხადა მოდელმა ერთ-ერთ ინტერვიუში.