LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Alfa Romeo-ს დილერი ამტკიცებს, რომ ერთი წლის ავტომობილზე ჟანგი ნორმალურია

112
Alfa Romeo-ს დილერი ამტკიცებს, რომ ერთი წლის ავტომობილზე ჟანგი ნორმალურია

კანადაში მცხოვრებმა Alfa Romeo Tonale-ის მფლობელმა მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ერთი წლის კროსოვერის კარზე ჟანგი გაჩნდა – კონკრეტულად კი ნომრის განათების, კარის ღილაკის და უკანა ხედვის კამერის სამაგრის არეში. მისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა, რომ ადგილობრივმა დილერმა უარი თქვა პრობლემის მოგვარებაზე, რადგან გარანტია მხოლოდ „გარღვეული“ ჟანგის შემთხვევაში მოქმედებს, ანუ როცა ჟანგი ზემოთ ამოდის და საღებავზეც აისახება.

გაოგნებულმა მომხმარებელმა ამ ფაქტზე პოსტი გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ Alfa Romeo საერთოდ არ თვლის აღნიშნულ ჟანგს პრობლემად და ბრენდი „ასეთ ჟანგიანობას ნორმად“ მიიჩნევს.

ჯერჯერობით უცნობია, აქვს თუ არა ამ პრობლემა სისტემური ხასიათი. სხვა Tonale-ის მფლობელები მსგავსი შემთხვევების შესახებ არ საუბრობენ, რის გამოც ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მიზეზი წარმოების დეფექტი იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები