LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალგარვე: ფარუ, ტავირა – რჩევები სამხრეთ პორტუგალიაში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

84

თუ ლისაბონის რივიერა პირველ რიგში მდიდარია საექსკურსიოდ და შემდეგ მოდის ზღვა, ალგარვეში პირიქითაა. აქაური დროის ტარება ჯერ დასვენებაა პერიოდული საექსკურსიო გასვლებით.

ალგარვე წარმოადგენს პრაქტიკულად უწყვეტ სანაპირო ზოლს მონტე-გორდოდან ლაგუშამდე(150 კმ) და ჩრდილოეთის ქარისგან დაცულია ქედებით. სანაპიროს დასავლეთი ნაწილი განთქმულია ულამაზესი კლდოვანი პლაჟებით, აღმოსავლეთი მხარე საკმაოდ დამრეცია შესანიშნავი ქვიშის სანაპიროებით. ალგარვე აქტიური და საზღვაო დასვენებისთვის მშვენიერი ადგილია. აქ პოპულარულია გოლფი, ჩოგბურთი და საწყლოსნო სახეობები, ასევე ცხენით ჯირითი და მძლეოსნობა.

ალგარვე ერთი კონკრეტული ადგილი არ არის, ის მთელი რეგიონია, რომლის დედაქალაქია ფარუ. ძირითადი კურორტები – ალბუფეირაპორტიმაუკარვოეიროარმასაუ დე პერავილამოურაკვარტეირავალე დო ლობოკვინტა დო ლაგომონტე გორდოალვორილაგუშიტავირა.

 

 

გართობა და ღირსშესანიშნაობები

სილვეშის წითელი ქვის სასახლე, ქალაქ ლაგუშის ძველი რაიონი, რომელიც გარშემორტყმულია საციხო კედლით. ალგარვეში შესაძლებელია ზვიგენებზე ნადირობა, იახტით გასეირნება, კორიდაზე დასწრება და თუნდაც მეზობელი ესპანეთისა და მაროკოს მონახულება.

ვალე დო ლობოში ბევრია იტალიური, ფრანგული, ჩინური რესტორნები, მაღაზიები, დისკოთეკები და ღამის კლუბები. ვილამოუროს სიახლოვეს გახსნილია სამი აკვაპარკი. კურორტი თავს იწონებს ევროპაში უდიდესი იახტ-კლუბითკვარტეირა ცნობილია ყველაზე პოპულარული დისკოთეკით „კადოკი“.

გურმანები პორტიმაუში ნახავენ კარგ და არც თუ ძვირ ზღვის რესტორნებს, ხოლო ვისაც სურვილი აქვს შეუძლიათ საზღვაო სეირნობა მოაწყონ. სხვა გასართობებს შორისაა გოლფი, დაივინგი, ოკეანეში თევზაობა.

ფარუ

ალგარვეში ჩასული ტურისტები ფარუში ხვდებიან, რომელიც ხშირად სამხრეთ პორტუგალიაში მოგზაურობის ათვლის წერტილი ხდება. აქ ჩამოდიან ძველი კვარტლის სანახავად, ასევე შეგიძლიათ ნახონ იშვიათი და ლამაზად მორთული ღუმლის მილები, გაეცნოთ სამხრეთ პორტუგალიურ სამზარეულოს. ფარუში შოპინგის საშუალებაც არის. კარგი პლაჟების მოსაძებნად კი ცოტა მოშორებით უნდა წახვიდეთ.

ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ცოტა ინგლისური იციან, მაგრამ ბევრად ურჩევნიათ მშობლიურ ენაზე კონტაქტი, თუნდაც ძალიან დამტვრეული პორტუგალიურით. აი მოშორებით კი, უფრო მცირე ზომის დასახლებებში, არც ინგლისური იციან და არც ესპანური, თუნდაც ესპანეთის მოსაზღვრე რაიონებში.

აეროპორტიდან ქალაქში

ფარუს აეროპორტი ქალაქიდან სულ რაღაც 6.5 კმ-შია. ავტობუსით იაფად მიხვალთ. მარშრუტები №14 და 16 გაწყობთ, ოღონდ სწორი მიმართულებით უნდა ჩასხდეთ (ჯობია იკითხოთ). მგზავრობა 2.5 ევროა და რამდენიმე წუთი სჭირდება. ავტობუსები 5:00-დან 23:00 სთ-მდე ყოველ საათში დადიან. ბუნებრივია ტაქსიც არის (10-15 ევრო), ან შეგიძლიათ პირდაპირ აეროპორტში იქირაოთ ავტომანქანა.

ტრანსპორტი

ქალაქში მოსახერხებელია ავტობუსით გადაადგილება. 19 მარშრუტია, ორ საქალაქო ზონას და ერთსაც საგარეუბნო ზონას მოიცავს.

1-ელ ზონაში 1.1 ევრო ღირს, მეორეში – 1.7 ევრო.

მთელ რეგიონში მოგზაურთათვის ყველაზე ხელსაყრელია საგარეუბნო ავტობუსებით სარგებლობა. მაგალითად, 1.5 საათში მიხვალთ ალბუფეირამდე (8 ევრო), ამდენიც არ უნდა ტავირამდე, 4.5 სთ უნდა ესპანურ სევილიამდე (20 ევრო). ცალკეული მარშრუტები შეივლიან ლაგუშში, პორტიმაუში და სხვა საკურორტო ქალაქებში. რეგიონალური მატარებლები დადიან ალგარვეს მთელ ტერიტორიაზე. მაგალითად, ლაგუშამდე მისვლა 8 ევრომდე დაგიჯდებათ, ლოლეში კი 2 ევრომდე.

ტაქსი ფარუში ოფიციალურია – შავი მანქანები მწვანე სახურავით და ნიშნით taxi. გადახდა მრიცხველით. ჩასხდომა 3.25 ევროა და მერე 0.5 ევრო თითო კილომეტრზე. ღამით მგზავრობა 20%-ით იზრდება. თუ ბარგი გაქვთ ან მძღოლს ალოდინებთ, დამატება მოგიწევთ.

ფარუს პლაჟი

ფარუში არის გრძელი ქვიშის სანაპირო – „პრაია დე ფარუ“, რომელიც ცისფერი დროშითაადაჯილდოებული (სისუფთავეს ნიშნავს). ის ბუნებრივ ლაგუნაში მდებარეობს, ამიტომ ფსკერი დამრეცია და წყალიც საკმარისად თბება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ატლანტის ოკეანე ყველაზე მძლავრია ნებისმიერ ზღვაზე, აქ შეიძლება იყოს ძლიერი ტალღები და უკუდინება, ამიტომ თუ ბავშვებთან ხართ, უყურადღებოდ არ დატოვოთ და თქვენც ფრთხილად იყავით.

როდესაც ნაპირზე წითელი ალამი კიდია, ცურვა აკრძალულია. ყვითელი დროშა ნებას კი რთავს, მაგრამ სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ. აი მწვანეს შემთხვევაში იბანავეთ რამდენიც გინდათ.

პლაჟზე შესვლა უფასოა, შეზლონგი და ქოლგა კი 8-10 ევრო დაგიჯდებათ. ქვიშა იმდენად რბილია, ისე წამოწოლაც შეიძლება ან პირსახოცზე. რადგან ფარუ საპორტო ქალაქია, ბევრი ტურისტი არჩევს მეზობელ სოფლებში ან მეზობელ კუნძულ ბარეტაზე გაირუჯოს.

შოპინგი ფარუში

ალგარვეს დედაქალაქში ბევრი მაღაზიაა. არის მსხვილი სავაჭრო ცენტრებიც და მცირე დახლებიც ადგილობრივი ოსტატების ნაკეთობებით. ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი სავაჭრო ცენტრია „ფორუმ ალგარვე“ (200-ზე მეტი მაღაზია, კინოთეატრი, რესტორნები). ის აეროპორტთან ახლოსაა. ფარუს ცენტრში ბევრი მაღაზია თავმოყრილია საფეხმავლო სანტა ანტონიუს ქუჩაზე, ასევე ძველ ქალაქში საკათედრო ტაძართან.

ფასდაკლებები აგვისტო-სექტემბერშია და მასზე წაარწერა saldos მიუთითებს. ფარუში ფასები ოდნავ მაღალია, ვიდრე ქვეყნის სხვა რეგიონებში, თუმცა ბევრად დაბალი სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით.

ფარუს კაფე-რესტორნები

პორტუგალიის საზომით ფარუ დიდი ქალაქია. თუ სასოფლო დასახლებებში რესტორნები 21:00 სთ-მდე მუშაობენ, ფარუში გვიანაც შეიძლება. სადილი პირიქით, ადრეა, დაახლოებით 12:30 სთ-ზე, 14:00 სთ-ის შემდეგ ბევრი კაფე სამზარეულოს ხურავს. საუზმე 10:00 სთ-მდე მიაქვთ.

ფარუს სასტუმროები

ფარუსა და მის გარშემო განთავსების ყველანაირი ვარიანტია.

სეზონზე ორადგილიან ნომრებში ფასები 40 ევროდან იწყება, ხოლო ისე 25 ევროდანაც. ზაფხულში ორ კაცზე 3* სასტუმრო დაახლოებით 90 ევროა, „ოთხიანში“ – 150 ევრო. აპარტამენტები უფრო იაფია, ლუქს კატეგორიის ბინის ქირაობა 100 ევროდ შეიძლება.

(ვრცლად/ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები