ალისია სილვერსტოუნი ცნობილია არა მარტო თავისი როლებით, არამედ ცხოველების უფლებების აქტიური დაცვით. ამჯერად, 40 წლის ვარსკვლავმა შიშველმა იპოზიორა, რათა ამ საკითხისადმი ყურადღება მიექცია.
ასეთივე სოლიდარობა ცოტა ხნის წინ პინკმა და პამელა ანდერსონმაც გამოხატეს.
აღსანიშნავია, რომ სილვერსტოუნი PETA-სთან საკმაოდ დიდი ხანია თანამშრომლობს – ორგანიზაციამ ის ყველაზე სექსუალურ ვეგეტარიანელადაც დაასახელა.
მსახიობი არაჩვეულებრივ ფორმაშია. როგორც ჩანს, ბოსტნეული და „კეთილი დიეტა“ მის გარეგნობაზე საუკეთესოდ აისახება.