“ლივერპულის” მეკარე ალისონ ბეკერმა “მანჩესტერის” ფეხბურთელის ფრედის ცოლი მონიკა სალუმი მონათლა საკუთარ აუზში.
ალისონი მორწმუნე ქრისტიანია და ევანგელისტური ჯგუფის წევრიცაა. გასულ იანვარს მან თანაკლუბელი რობერტო ფირმინო მონათლა.
ბეკერმა და მისმა ცოლმა ცერემონია ფეხბურთელის აუზში ჩაატარეს. მღვდელმა აუცილებელი ფორმალობები შეასრულა, ხოლო ალისონმა და მისმა მეუღლემ ფრედის გოგონას წყალში ჩააყვინთინეს და ამით დაასრულეს ცერემონია.
“დღე, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩემს გულსა და სულში. ეს ჩემი იესოსთან შეხვედრის დღეა, როდესაც ვიგრძენი მისი ყოფნა და დავრწმუნდი, რომ ეს ყველაზე მართებული და სწორი არჩევანია ჩემს ცხოვრებაში”, – დაწერა მონათლულმა ინსტაგრამზე.
“ლივერპული” პრემიერლიგის ულაპარაკო ლიდერია, აი “მანჩესტერი” კი მეშვიდე ადგილზეა და ისევ წვალობს.