LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალკოჰოლის 7 მავნე ჩვევა, რომელიც მისი მიღების სურვილს გაგიქრობთ

197

რა სჯობს მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, ერთი კათხა ლუდის მირთმევას? ან დაბადების დღეზე, მეგობრებთან ერთად დაცლილ სასმისებს? ძალიან რთულია ასეთ მომენტებში ცდუნებას გაუძლო და უარი თქვა ალკოჰოლის მიღებაზე. თუმცა ალკოჰოლს უარყოფითი თვისებებიც გააჩნია, თან არც თუ ცოტა. გთავაზობთ 7 მავნე ჩვევას, რომელიც მის მიღებაზე უარს გათქმევინებთ:

 

დარტყმა გულსისხლძარღვთა სისტემაზე

როგორც კი ალკოჰოლი ჩვენს ორგანიზმში ხვდება, გული იწყებს ზრდას და მის გარსზე პატარ-პატარა ნაწიბურები ისახება, რაც ინფარქტის გამომწვევი მიზეზია და შეიძლება ადამიანი გარდაცვალებამდე მიიყვანოს.

 

გონების დაბინდვა

ალკოჰოლი ტყუილად არ მიიჩნევა განსხვავებულ ნარკოტიკულ საშუალებად. სპირტიანი სასმელი ცუდად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, რომელიც გრძელდება საათი, საათ ნახევრის განმავლობაში. ამის შემდეგ ადამიანი ვარდება დეპრესიულ მდგომარეობაში, გამოირჩევა აგრესიით და აქვს პანიკური შიშები. ასეთ მდგომარეობაში, რაიმე საღ და სწორ ფიქრებზე ლაპარაკი ზედმეტია. სწორედ ამიტომ არ შეიძლება ავტომობილის მართვა აფექტის მდგომარეობაში.

 

ტვინის უჯრედების განადგურება

სულ ცოტა ალკოჰოლის მიღებაც კი ანადგურებს ათასობით ტვინის უჯრედს, თანაც აღდგენის საშუალების გარეშე. სპირტით დამზადებული ნებისმიერი სახის პროდუქცია იწვევს ჩვენს ორგანიზმში ერითროციტების მომრავლებას. ერითროციტების გადაჭარბებული მომატებას, ადამიანი გარდაცვალებამდე მიჰყავს.

 

ქრონიკული დაავადებები

ექიმები ამბობენ რომ ნებისმიერი ტიპის ალკოჰლის მიღება, ადამიანიზმის ორგანიზმისთვის მომაკვდინებელია. ადამიანი რომელიც რეგულარულად მოიხმას ალკოჰოლს, ნელ-ნელა იწყებს გამოშრობას, უნელდება ფიზიკური და გონებრივი აქტივობა, რაც საბოლოო ჯამპში აპათიას იწვევს. გარდა ამისა, ალკოჰოლის ხშირი მოხმარება, ქრონიკული დაავადებების ყველაზე კარგი მეგობარია და ხშირ შემთხვევაში მისი მაპროვოცირებელიც.

 

ცუდი შთამომავლობა

ალკოჰოლს შეაქვს ცვლილებები ადამიანის გენეტიკაშიც, სწორედ გენეტიკური DNK ინახავს იმ ინფორმაციას, რომელიც შთამომავლობას გადაეცემა. ექიმები უკვე მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ბავშვების 90%, რომელიც სხვადასხვა სახის დეფექტით იბადებიან, უჩნდებათ ისეთ მშობლებს, რომლებიც დამოკიდებული იყვნენ ან არიან ალკოჰოლზე.

 

არაადეკვატური საქციელი

ალბათ არაერთხელ შეხვედრიხართ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, თუ დააკვირდებით მის ქცევაში არაადეკვატურ მოქმედებებსაც შეამჩნევთ. ალკოჰოლი ცუდად მოქმედებს ტვინის ცენტრალურ უჯრედებზე, რასაც შედეგად ზემოთხსენებული საქციელი მოსდევს. ნასვამ მდგომარეობაში ადამიანი იქცევა ისე, როგორც არ მოიქცეოდა ჩვეულებრივ, ფხიზელ მდგომარეობაში.

 

ფინანსური გარღვევა

დაბოლოს, ალკოჰოლის მიღება ცუდად მოქმედებს ჩვენს ფინანსურ მდგომარეობაზე. გარდა იმისა, რომ თავად მისი ყიდვა საკმაოდ ძვირი ჯდება, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს მიდრეკილება აქვს ალკოჰოლის „დამატების“, რაც ორმაგად ზრდის ფინანსურ ზარალს ერთი საღამოსთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები