აშშ-ში ნაფიცმსაჯულებმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ტეხასის შტატის მკვიდრს, რომელიც ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის არაერთხელ იყო დაკავებული.
50 წლის ფერნან სტენფორდი საჭესთან ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ დაჯდომისთვის 8-ჯერაა ნასამართლევი და 4-ჯერ ციხეშიც იჯდა. მკაცრი განაჩენი მას შემდეგ იქნა გამოტანილი, რაც კაცი მეცხრედ დააკავეს.
„მისი ისტორია აჩვენებს, რომ ის მომავალშიც გააგრძელებს დაუდევარ ქცევას და რეგიონის მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის, ამიტომ მისი ციხეში ჩასმა აუცილებელია“, – ნათქვამია პროკურორის პრეს-რელიზში.
ერთ-ერთი ბოლო ნასვამი მგზავრობის დროს სტეფორდმა წითელ შუქზე გაიარა და სხვა ავტომობილიც დააზიანა. დაზიანებული მანქანის მძღოლს მან უთხრა, რომ პოლიციას ვერ დაელოდებოდა, ამიტომ მანქანა დატოვა და ფეხით მიიმალა. ამერიკელი 30 წუთის შემდეგ დააპატიმრეს. გაქცევისას ის რამდენიმე გალავანზე გადაცოცდა, დაზიანებები მიიღო, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების ექიმის ცემაც მოინდომა.
სნეტფორდის სისხლში ალკოჰოლის შემცველობა დაშვებულზე 3-ჯერ უფრო მეტი იყო. ამასთან, დაკითხვაზე ის ამტკიცებდა რომ სპირტიან სასმელთან პრობლემა არასდროს ჰქონია და წინა შემთხვევებს უიღბლობას უკავშირებდა.