LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Alpine-მ იდუმალებით მოცული მოდელის პირველი კადრი გაავრცელა

112
Alpine-მ იდუმალებით მოცული მოდელის პირველი კადრი გაავრცელა

კომპანია Alpine-მ გასაიდუმლოებული მოდელის პირველი ფოტო გაავრცელა. სიახლის პრემიერა წესით უახლოს მომავალში უნდა შედგეს, თუმცა ბრენდი ამ საკითხზე ჯერ-ჯერობით ხმას არ იღებს. 1983 წლიდან Alpine დამოუკიდებელი ავტომწარმოებლის სტატუსით მუშაობს, ავტომობილებს თავისი ბრენდის ქვეშ უშვებს, თუმცა BMW-ს ბაზაზე. 2025 წლიდან Alpine საერთოდაც BMW-ს სუბ-ბრენდი უნდა გახდეს, ამიტომ დიდად შესაძლებელია, რომ ზემოთ აღნიშნული მოდელი პოპულარული მარკის ბოლო დამოუკიდებელი პროექტი იყოს.

Alpine-ს ყველა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს სიახლის თიზერი, სადაც უკანა ბამპერის ნაწილი და გამონაბოლქვის სისტემა ჩანს.

თუ რა გახდა პროექტის არსი ან რომელი ავტომობილის ბაზაზე აიგო ის – ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება. გამოსახულებას ამშვენებს წარწერა :“ დავიწყოთ ათვლა რაღაც ახლამდე“, რაც პრემიერის შესახებ ასევე არანაირ ინფორმაციას არ შეიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები