LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ სიმღერის პირველი შემსრულებელი ლელა სიხარულიძე იყო… ჩემებური ვერსიით გავაკეთე. იმედია, მოგეწონებათ“ – ნინო ღავთაძე პრემიერით „არ დაიდარდოში“

140
Untitled design (37)

რადიო „არ დაიდარდოს“ მომღერალი ნინო ღავთაძე სტუმრობდა. ეთერში სიმღერის „სიყვარული გვამაღლებს“ პრემიერა შედგა.

ნინო, მოგვიყევი ახალ სიმღერაზე „სიყვარული გვამაღლებს“.

სიმღერა ნუგზარ თუშიშვილს ეკუთვნის, ჩაწერის იდეა – სალომე თაქთაქიშვილს,რომელიც ბატონი ნუგზარის ერთ-ერთი საავტორო კონცერტის ორგანიზატორი გახლდათ. სალომემ დამირეკა და შემომთავაზა, რომ ბატონი ნუგზარის ერთ-ერთი სიმღერა ჩამეწერა. სიმართლე გითხრათ, თავიდან გამიკვირდა, რადგან მოგეხსენებათ, მხოლოდ ჩემს საავტორო სიმღერებს ვწერ, მაგრამ ეს სიმღერა რომ მოვისმინე, იმდენად მომეწონა, იმდენად ახლოს იყო ჩემთან….  ცნობისთვის, ამ სიმღერის პირველი შემსრულებელი ლელა სიხარულიძე, ულამაზესი და ბევრისთვის უსაყვარლესი მომღერალი იყო… მე ჩემებური ვერსიით გავაკეთე და ვფიქრობ, ცუდი არ გამოვიდა. იმედია, მოგეწონებათ.

ნინო ღავთაძე – სიყვარული გვამაღლებს

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები