LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამაზონმა” ფორმულა ერთის McLaren-ის გუნდზე სერიალი გადაიღო

22

სერვისზე Amazon Prime გამოვა დოკუმენტური სერიალი ფორმულა ერთის McLaren-ის გუნდის შესახებ. პირველი ეპიზოდის ჩვენება 9 თებერვალს მოხდება. ტრეილერი YouTube უკვე გავრცელდა.

Amazon Prime-ზე ასევე გადის შოუ The Grand Tour, რომლის წამყვანებიც ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰამონდი და ჯეიმს მეი არიან.

რაც შეეხება სერიალს, ის ოთხ ეპიზოდად გამოვა. სერიალში ნაჩვენები იქნება როგორ მუშაობს ფორმულა ერთის გუნდი, მათ შორის სტოფელ ვანდრონის წინა სეზონური მზადება, მოლაპარაკებები სპონსორებთან, Honda-ს ძრავის დაყენების დემონსტრაცია და ინჟინერების მუშაობა. კადრს მიღმა ტექსტს სერიალში მაიკლ დუგლასი კითხულობს, ორი ოსკარის მფლობელი მსახიობი.

1993 წელს BBC-ზე სერიალი The Team: A Season With McLaren გამოვიდა, რომელიც შვიდი ეპიზოდისგან შედგებოდა. ის ასევე გუნდის მუშაობაზე იყო აგებული და მიმდინარე წლის ჩემპიონატს ასახავდა.

https://motor.ru/news/amazonmclaren-17-01-2018.htm

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები