ამებიაზი წარმოადგენს მსხვილი ნაწლავის, ზოგჯერ კი ღვიძლისა და სხვა ორგანოების ინფექციას, რომელიც გამოწვეულია ერთუჯრედიანი უმარტივესი პარაზიტით. ამებები შესაძლოა გავრცელდნენ ადამიანიდან ადამიანზე ან წყლისა და საკვების მეშვეობით; ზოგიერთ ადამიანს შესაძლებელია არ ჰქონდეს სიმპტომები ან ჰქონდეს ფაღარათი, მუცლის სპაზმური ტკივილი, მუცლის ზედა ნაწილის სირბილე და ცხელება. ამებიაზი შედარებით ხშირია აფრიკის, ინდოეთისა და იმ ქვეყნების რეგიონებში, სადაც სანიტარიული ნორმები ცუდად არის დაცული.
ამებიაზი შესაძლებელია გაჩნდეს და გავრცელდეს იმ ადგილებშიც, სადაც სანიტარული ნორმები დაცულია. სიმპტომებს მიეკუთვნება გაზები (მეტეორიზმი), მუცლის სპაზმური ტკივილი, გარდამავალი ფაღარათი, ყაბზობა ან ორივე. მძიმე შემთხვევებში მუცელი შეხებისას რბილია და განავალი შეიცავს ლორწოსა და სისხლს. ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ცხელებაც. ფაღარათმა შეიძლება მიგვიყვანოს გაუწყლოებამდე. ადამიანებში ქრონიკული ინფექციით შესაძლოა განვითარდეს სხეულის განლევა (გამოფიტვა, კახექსია) და ანემია. ზოგიერთ ადამიანში, ამებები ვრცელდება ღვიძლში, სადაც მათ შეიძლება ჩამოაყალიბონ აბსცესი. სიმპტომებს მიეკუთვნება ცხელება, ოფლიანობა, შემცივნება სისუსტე, გულისრევა, ღებინება, წონაში კლება და ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის მარჯვენა, ზედა ნაწილში, ღვიძლის ზევით. იშვიათად, ამებები ვრცელდებიან სხვა ორგანოებზე, როგორიცაა მაგ. ფილტვები ან ტვინი).
ამებიაზის დიაგნოზის დასასმელად ექიმი აგროვებს განავლის ნიმუშებს გამოკვლევის მიზნით. მიმდინარეობს განავლის გამოკვლევა ამების მიერ გამოყოფილ ცილებზე. როდესაც ამებები ვრცელდება ნაწლავის გარეთ მდებარე ადგილებში (როგორიცაა მაგ. ღვიძლი), ისინი შეიძლება აღარ არსებობდნენ განავალში. ღვიძლში აბსცესის არსებობის დაზუსტების მიზნით იყენებენ ულტრასონოგრაფიას, კომპიუტერული ტომოგრაფიას ან მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას. ამის შემდეგ, ატარებენ სისხლის გამოკვლევებს ამების საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენის მიზნით. თუ ადამიანი გამოკეთდება, დიაგნოზი სავარაუდოდ ამებიაზია.