LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკაში 3D-პრინტერზე დაბეჭდილი ავტობუსები გამოჩნდა

63

კომპანიამ Local Motors-მა 3D-პრინტერზე დაბეჭდილი ავტობუსები აამუშავა. ახალი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც 12 ადამიანს იტევს, ელექტროენერგიაზე მუშაობს და ”ჭკვიანი” თვითმართვადი პროგრამით IBM Watson-თაა აღჭურვილი. ავტობუსი მძღოლის გარეშე, ონლაინრეჟიმში სპეციალური ოპერატორის საშუალებით იმართება, მგზავრებთან კი, რობოტი ურთიერთობს, რომელიც მსურველებს საუკეთესო რესტორნების და გასართობი ცენტრების არჩევაში ეხმარება.

Olli-ის 10 ავტობუსი უკვე გამოსცადა ნეშნელ-ჰარბორის მოსახლეობამ, 2016 წლის ბოლოს კი, ახალი ”საოცრება” მაიამი-დედსა და ლას-ვეგასის ქუჩებშიც გამოჩნდება. მომავალში კომპანია ავტობუსების მთელ მსოფლიოში გავრცელებას და მზის ენერგიაზე მომუშავე ტრანსპორტის შექმნასაც გეგმავს.

https://www.youtube.com/watch?v=K564rXrlZbc

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები