LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკაში გოლდენ სტეიტს ვერ იტანენ

gst

NBA-ის ჩემპიონი „გოლდენ სტეიტი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე საძულველი გუნდია, – წერს გაზეთი „სან ფრანცისკოს ქრონიკები“ (San Francisco Chronicle).

ანალიტიკურმა ვებგვერდმა „ზიკოუდ სისტემმა“ (ZCodeSystem) ამერიკის ყველა შტატში ჩაატარა გამოკითხვა. მკითხველებს უნდა შეევსოთ კითხვარი და დაესახელებინათ გუნდი, რომელიც ყველაზე მეტად სძულთ. „გოლდენ სტეიტმა“ 26 შტატში პირველი ადგილი დაიკავა. საინტერესოა, რომ „უორიორზს“ საკუთარ შტატშიც ყველაზე მეტად ვერ იტანენ.

მეორე ადგილზე გავიდა „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“, რომელიც 19 შტატშია ყველაზე საძულველი გუნდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები