კომპანია Hagerty, რომელიც კლასიკური ავტომობილების დაზღვევაზე სპეციალიზრდება, აშშ-ში ახალგაზრდებისთვის ”მექანიკის” შესწავლის ორგანიზებას მოახდენს. Road & Track-ის ინფორმაციით, აქცია 15-25 წლის ადამიანებზე იქნება ორიენტირებული.
Hagerty-სთვის ეს პირველი მსგავსი ღონისძიება არ არის. წინათ კომპანიამ კლასიკური ავტომობილების ტესტ-დრაივები ჩაატარა და მათ განსაკუთრებულობაზე ისაუბრა. ახლა კი კომპანია აპირებს ახალგაზრდა თაობას მექანიკური ტრანსმისიის მართვის გამოცდილება გადასცეს.
სწავლება ოთხ ქალაქში -კოლორადოს შტატის გოლდენში, მიჩიგანის ტრავერს სიტიში, ტეხასურ ოსტინსა და არიზონულ სკოტსდეილში ჩატარდება. კომპანია გეგმავს ავტომობილები კერძო მეპატრონეებისგან ითხოვოს. თავად კურსი კი მოიცავს როგორც თეორიას, ისე დახურულ ტერიტორიებზე მართვასაც.