LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელები უპილოტო ავტომობილებზე გადასასვლელად უკვე მზად არიან

43

ამერიკელები უპილოტო ავტომობილებზე გადასასვლელად უკვე მზად არიან. ამერიკელ ავტომწარმოებელთა ალიანსმა შტატების მოსახლეობა გამოკითხა და დაადგინა, რომ მათი უმრავლესობა ახალი ტექნოლოგიებისთვის მზადაა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მათ დიდი სიამოვნებით გამოიყენებდა. ის მძღოლები კი, რომლებიც ნახევრად ავტონომიურ სისტემებს იყენებენ, უპილოტო ავტომობილებისთვის კიდევ უფრო მეტ მზაობას ავლენენ.

ექსპერტთა ინფორმაციით, ახალი ტექნოლოგიების დასანერგად ყველაფერი კეთდება და უახლოეს მომავალში პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება. ზოგადად, აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ტექნოლოგიების „ბუმი“ შეიმჩნევა და წინა წლებში მსგავსი ტენდენცია ნამდვილად არ იყო. უპილოტო ავტომობილების გამოჩენა ძალიან სასარგებლო სიახლე იქნება, ის შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას და ტრანსპორტით გადაადგილება ბევრად უფრო უსაფრთხო გახდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები