LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელები „წლის საუკეთესო“ ავტომობილს ირჩევენ

145
შევროლეტი

კონკურსების North American Car და Truck and Utility Vehicle of the Year (NACTOY) ორგანიზატორებმა სამ კატეგორიაში ნახევარფინალისტები დაასახელეს. მთლიანობაში სიაში 26 ავტომობილი მოხვდა, თავდაპირველად კი მათი რაოდენობა 47 იყო.

„მსუბუქი“ ავტომობილის კლასში გამარჯვებისთვის Acura Integra, Nissan Z და Toyota GR Corolla იბრძოლებენ. საუკეთესო პიკაპის წოდებისთვის პრეტენზია ელექტრონულმა Ford F-150 Lightning-მა და Lordstown Endurance-მა, ასევე Chevrolet Silverado ZR2-მა გამოთქვეს. კროსოვერთა სიაში Audi-სა და Volvo-ს 13 მოდელი მოხვდა.

შემდეგი ნაბიჯი თითოეულ კატეგორიაში სამი ფინალისტის გამოვლენა იქნება. ამისათვის ოქტომბრის თვეში მასშტაბური ტესტ-დრაივები გაიმართება და კონკურსანტთა შესაძლებლობებს ერთმანეთს შეადარებენ. ჟიურის წევრები ყველა ავტომობილით გაისეირნებენ და თითოეულ კატეგორიაში სამ საუკეთესოს დაასახელებენ.

ფინალისტებს ნოემბერში, ლოს-ანჯელესის ავტოსალონზე დაასახელებენ. გამარჯვებული კი დეტროიტში ახალი წლის შემდეგ გამოვლინდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები