რომელ ელექტრომობილებს ყიდულობენ ამერიკელები ყველაზე ხშირად: სია. რეიტინგის მიხედვით, გაყიდვების მაჩვენებლით პირველ სამეულში მხოლოდ Tesla-ს მოდელები მოხვდა: Model Y, Model 3 და Cybertruck-ი. ამასთან, უკანასკნელი Ford Mustang Mach-E-ზე უფრო პოპულარული აღმოჩნდა.
ივლისიდან სექტემბრის თვის ჩათვლით ამერიკელებმა 86,8 ათასი Tesla Model Y, 584, ათასი – Model 3 და თითქმის 16,7 ათასი Cybertruck იყიდეს. ელექტრონულმა პიკაპმა Ford Mustang Mach-E-საც გადაუსწრო და ის რეიტინგის მეოთხე პოზიციაზე გადასწია. „ფორდის“ კროსოვერი 13,4 ათასზე ნაკლებმა ადამიანმა აირჩია. ტოპ-5-ში მოხვდა ახალი Honda prologue, რომლის შედეგიც 12,6 ათასი რეალიზებული ეგზემპლარია. რეიტინგის მეორე ნახევარი ასე გამოიყურება: მეექვსე ადგილზეა Hyundai Ioniq5 (11,59 ათასი ერთეული), მეშვიდეა – Chevrolet Equinox EV (9,77 ათასი), მერვეა – Chevrolet Blazer EV (7,99 ათასი), მეცხრეა Rivian R1S (7,24 ათასი), ხოლო მეათე Cadillac Lyric (7,2 ათასი).