LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელებმა ბორბლებიანი სახლი ააწყეს: სამზარეულოთი, საძინებლითა და ბუხრით

49

კომპანია Jayco-მ, რომელიც საცხოვრებელი ავტოფურგონების წარმოებით არის დაკავებული, ტრაილერებისა და დასვენებისთვის განკუთვნილი ნივთების  საერთაშორისო გამოფენაზე Florida RV SuperShow, მდიდრული კემპერი Embark წარმოადგინა.

ავტომობილში არის სასტუმრო ოთახი, საძინებელი, სრულფასოვანი სამზარეულო და ბუხარი. ბორბლებიანი სახლი Spartan Motors-ის შასიზეა აწყობილი. მოძრაობაში ავტომობილი 360 ცხენის ძალიანი დიზელის ძრავით მოდის.

აღჭურვილობაში შედის გასართობი სისტემა 50 დიუიმიანი ტელევიზორით, კიდევ ერთი, 32 დიუიმიანი ტელევიზორი საზინებელში, მაცივარი, მიკროტალღური ღუმელი, საშხაპე კაბინა, ტუალეტი და გარდერობი.

დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში, შესაძლებელია სარეცხი მანქანის, საშრობის, თეატრალური სავარძლებისა და მტვერსასრუტის დამონტაჟება.

Embark-ის ფასი 289 500 დოლარიდან იწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები