LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელებმა მოიფიქრეს, როგორ დავაღწიოთ თავი საცობებს

33

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა საცობებთან ბრძოლის მარტივ გზას მიაგნეს. ამისათვის საჭიროა სიჩქარისა და დისტანციის ორმხრივი კონტროლი წინ მიმავალ ავტომობილამდე და უკან მყოფ ავტომობილამდე. კვლევის შედეგები პორტალ IEEE Xplore-ზეა გამოაქვეყნებული.

ერთ-ერთ ასეთ ორმხრივ კონტროლად მეცნიერები მოდიფიცირებულ ადაპტირებულ კრუიზ კონტროლს მოიაზრებენ. ასეთი სისტემა წინა და უკანა სენსორების, ასევე კამერებს სისწრაფესა და მოძრაობის ნაკადის სიმჭიდროვეს განსაზღვრავდა.

ვიზუალიზაციისთვის მეცნიერებმა აბსტრაქტული მოდელი შექმეს, რომელშიც ავტომობილები ტვირთებად არიან წარმოდგენილნი და ერთმანეთთან ზამბარებითა და რყევის ჩამხშობებით არიან დაკავშირებულნი. ერთი ავტომობილის სიჩქარის შეცვლის შემთხვევაში, წარმოიქმნება ტალღა, რომელიც დანარჩენ ავტომობილებს აიძულებს სიჩქარე შეცვალონ.

მაქსიმალური კრიტიკული მასის მიღწევისას ასეთი ტალღები ქმნიან საცობებს.

კვლევის ავტორების აზრით, საცობების პოტენციური კერები დამოუკიდებლად შეძლებდნენ სტაბილიზაციასა და დარეგულირებას, თუკი ავტომობილები გზებზე თანაბრად გადანაწილდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები