კალიფორნიულმა ატელიეm Icon, რომელიც კლასიკური ავტომობილების გაცოცხლებითაა დაკავებული, 1949 წლის Mercury Coupe წარმოადგინა. ავტომობილი, რომელიც ორიგინალის მსგავსად გამოიყურება დიდი ხნის განმავლობაში უძრავად იდგა და მის ასამუშავებლად ელექტრონული ძრავი – Tesla Performance გამოიყენეს. აგრეგატი, რომელიც Icon-თან ერთად Stealth EV-მაც მოამზადა, ვიზუალურად ძრავ V8-ს გავს. აგრეგატს 406 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია და ერთი დამუხტვით 322 კილომეტრს ფარავს. ელემენტის 100 %-მდე შევსებას კი 1,5 საათი სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ Mercury Coupe გარეგნულად თითქმის არ შეცვლილა, მის სალონში კი ელექტრო გადამცემები გაჩნდნენ, ხოლო დანარჩენი დეტალები სპეციალისტებმა უცვლელი დატოვეს.

