LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელებმა სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარეს

65

ამერიკულმა ჯგუფმა Team Vesco-მ World Speed Finals-ის ჩემპიონატზე მორიგ წარმატებას მიაღწია. ავტომოყვარულებმა თვლის ამძრავიანი ავტომობილით სიჩქარის არაოფიციალური რეკორდი დაამყარეს.

Turbinator II, რომელსაც ვეტმფრენის 5000 ძალიანი ძრავი აქვს, თითქმის შეუძლებელი შეძლო და 810,03 კმ/სთ სიჩქარე დააფიქსირა. ავტომობილის სიგრძე 10,67 მეტრია, მასა კი 2245 კგ. სუპერქარი Lycoming T55-L-712-ის ძრავითაა აღჭურვილი და აღნიშნული სიჩქარეც სწორედ მისი დამსახურებაა.

აღსანიშნავია, რომ Team Vesco-ს რეკორდი ოფიციალურად არ ცნეს, რადგან წესების მიხედვით რეკორდად ორი სვლის საშუალო სიჩქარე ითვლება, საპირისპირო მიმართულებით მოძრაობის დროს კი Turbinator II-ს სიჩქარის აკრეფაში ხელი წვიმამ შეუშალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები