ამერიკელებმა ყველაზე უსაფრთხო უპილოტო ავტომობილი გამოავლინეს. კვლევა კალიფორნიის ტრანსპორტის დეპარტამენტმა საგზაო შემთხვევების შესახებ არსებული მოაცემების გათვალისწინებით ჩაატარა.
გასულ წელს კალიფორნიაში უპილოტო ავტომობილები 21-მა კომპანიამ გატესტა. ავტომობილის ავტონომიურ მართვაში ყველაზე მეტი გაუმართაობა კომპანია Bosch-ს აღმოაჩნდა. აღნიშნული მწარმოებლის უპილოტო სისტემას 1 442 გაუთვალისწინებელი ინციდენტი ჰქონდა, მიუხედავად ამისა, სისტემის მართვით ავტომობილებმა 983 მილი გაიარეს.
სიაში შემდეგ ადგილს Mercedes-Benz იკავებს, რომელმაც 336 სახიფათო სიტუაცია შექმნა და 673 მილი მძღოლის გარეშე გაიარა.
სამეულს კი Tesla-ს ავტომობილები ასრულებენ – 550 მილზე 180 გაუმართაობით. თუმცა, არის კარგი შედეგებიც, კომპანია Waymo-ს, რომელიც Google-ს ეკუთვნის, გასული წლის განმავლობაში მხოლოდ 124 გაუმართაობა ჰქონდა.
ყველაზე უსაფრთხო უპილოტო ავტომობილად კი BMW-ს მოდელი დასახელდა, რომელსაც 638 მილზე მხოლოდ ერთი უსიამოვნო სიტუაცია შეექმნა.