LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელებს სთხოვეს, რომ დეფექტიანი Honda-ს და Acura-ს საჭესთან არ დასხდნენ

116
honda

აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების ნაციონალური მართვის სააგენტომ Honda-სა და Acura-ს 8,2 ათას მეპატრონეს სიფრთხილისკენ მოუწოდა. საუბარია 2001-2003 წლის მოდელებზე, რომლებსაც Takata-ს დეფექტიანი უსაფრთხოების ბალიშები აქვთ დამონტაჟებული, ამიტომ ამ ავტომობილებით გადაადგილება ძალიან საშიშია. უსაფრთხოების სპეციალისტთა შეფასებით, იმის ალბათობა რომ საგზაო შემთხვევის დროს ბალიში სალონში მყოფ ადამიანებს დააზიანებს, 50%-ს აღწევს. ამ მიზეზით მთელს მსოფლიოში უკვე ათეულობით ადამიანია გარდაცვლილი.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში უკან გამოწვეული ავტომობილების დიდი ნაწილი უკვე შეაკეთეს, თუმცა ჯერ კიდევ დარჩა მანქანათა 1%, რომლისთვისაც უსაფრთხოების ბალიში არ შეუცვლიათ.

პოტენციური საფრთხის შემცველ მოდელთა შორისაა – Honda Accord და Civic 2001-2002 წლების, Honda CR-V და Odyssey (2002 წლის), Pilot (2003 წლის), Acura 3.2 TL (2002-2003 წლების) და 3.2CL (2003 წლის).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები