ამერიკელმა მილიარდერებმა ხარჯების შესამცირებლად თავიანთ კერძო თვითმფრინავებში ადგილების გაყიდვა დაიწყეს. მსგავსი სერვისი WhatsApp-ის დახურულ ჯგუფებშია ხელმისაწვდომი. ამის შესახებ The Wall Street Journal 57 წლის ინვესტორ, ნიკ მოლინაზე დაყრდნობით წერს.
მოლინას თქმით, ის ნიუ-იორკის აეროპორტში ფრენას ელოდებოდა, როდესაც მის გვერდით მჯდომმა მგზავრმა ჰკითხა, უცდია თუ არა ოდესმე თვითმფრინავის სხვებთან განაწილება. ქალმა აუხსნა, რომ ბევრი მდიდარი ადამიანი ქმნის მესინჯერის დახურულ ჩატებს და ერთმანეთს ერთად ფრენას სთავაზობენ — კერძო ჯეტის ხარჯების გასაყოფად.
„ისინი ჩატში წერენ: ‘ჰეი, 1 აგვისტოს ასპენში მივფრინავ. ვის უნდა, გამიყოს თვითმფრინავი?’“ — ამბობს პიტერ მინიკესი, კომპანია Priority One Jets-ის დამფუძნებელი, რომელიც კერძო ჩარტერული ფრენებითაა დაკავებული.
ამგვარად, ხარჯები 30 ათასი დოლარიდან 3 ათას დოლარამდე მცირდება.
ყველაზე ხშირად ასეთი გაზიარებული ფრენები პოპულარულ მარშრუტებზე ხორციელდება, ისეთზე როგორიცაა: ნიუ-იორკი — პალმ-ბიჩი, ასპენი — სამხრეთ კალიფორნია, ტეხასი — კაბო- ვერდე.
თუმცა, ეს ხრიკი ყველასთვის მისაღები არაა — ბევრი მიიჩნევს, რომ ამგვარი პრაქტიკა აქრობს იმ კომფორტსა და ექსკლუზიურობას, რაც კერძო ავიაციის მთავარი უპირატესობაა.