კომპანია Scuderia Cameron Glickenhaus-ის ახალი სუპერქარი აღჭურვილი იქნება 850 ცხენის ძალის სიძლიერის ძრავით, ამის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ავტომწარმოებლის მთავარმა წარმომადგენელმა, ამერიკელმა ბიზნესმენმა და რეჟისორმა ჯეიმს გლიქენჰაუსმა. მანვე დაამატა, რომ მასა სუპერქარის იქნება 1200 კილოგრამი და აღიქმება, როგორც ’’გასაოცარი ჰიპერქარი’’, რომლის კუპეც კიდევ უფრო ძვირფასი ინტერიერით იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება ექსტერიერს, სუპერქარის გარეგნული იერსახე იქნება სპორტული მანქანის იდენტური.
SCG 003-ის გასაყიდი ვერსია საავტომობილო ბაზარზე ამავე წლის სექტემბერში გამოჩნდება. პირველი საჯარო ჩვენება SCG 003C-სა (რალისთვის მოდიფიცირებული ვერსიისა) და SCG 003S-ის (საგზაო ვერსიისა) შედგა ჟენევის ავტოსალონში. სპორტული ვერსიის მოდელი აღჭურვილია ტურბო ძრავით, რომლის სიმძლავრე 496 ცხენის ძალაა.
2015 წლის აპრილში, SCG 003C-მ მიაღწია აბსოლუტურ რეკორდს ნიურბურგრინგზე: კუპემ გაიარა ტრასა 6 წუთსა და 42 წამში, რომელიც 5 წამით სწრაფია Pagani Zonda R.-თან შედარებით.
