ამერიკელი პენსიონერი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და თან თავისი ფუმფულა თევზიც დაჰყავს. ტომ ჩაპმანმა უკვე ახალი ზელანდია მოიარა და მთელი ამ დროის განმავლობაში სათამაშო თევზი ერთი წამითაც არ მოუშორებია. 62 წლის კალიფორნიელი ირწმუნება, რომ თევზი მას გარშემომყოფებთან კონტაქტის დამყარებაში ეხმარება.
ახალ ზელანდიაში წასვლამდე ტომმა და დორიმ ამერიკის ყველა შტატი მოიარეს და მოგზაურობა ამ შემთხვევაშიც ძალიან წამატებული იყო. აღსანიშნავია, რომ ამერიკელს არც ცოლი ჰყავს და არც შვილები, ამიტომ დორი მისი უახლოესი მეგობარი და ოჯახის წევრია.