LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი წყვილი ერთსა და იმავე ლაინერით 200-მდე კრუიზში იყო

59

ამერიკელი წყვილი ერთსა და იმავე ლაინერით 200-მდე კრუიზში იყო. ბერნარდ და ჯენის კაფარებმა მოგზაურობა პენსიაზე გასვლის დღიდან დაიწყეს და მას შემდეგ აღარც გაჩერებულან. ამერიკელები სამოგზაუროდ ყოველ ჯერზე საკრუიზო კომპანია Carnival Sensation-ის ხომალდს ირჩევდნენ და უფრო მეტიც, ყოველი კრუიზის დროს ერთი და იმავე კაიუტაში ცხოვრობდნენ. ბერნარდმა და ჯეიმსა ზღვაში 878 დღეზე მეტი გაატარეს და მთლიანობაში 175,6 ათასი დოლარი დახარჯეს. როგორც წესი, პენსიონერები გემს იშვიათად ტოვებდნენ, რადგან მათ ყველაზე მეტად სწორედ თავისი კაიუტა და გემზე გართობა მოსწონთ.

აღსანიშნავია, რომ წყვილი ამჟამად მორიგი მოგზაურობისთვის ემზადება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები