LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელმა გოგონამ სატელევიზიო შოუში Aston Martin მოიგო (ვიდეო)

37

ამერიკული სატელევიზიო შოუს The Price is Right ფარგლებში, ახალგაზრდა გოგონა გამარჯვებული გახდა კვირის საოცნებო ავტომობილის ნომინაციაში, ხოლო პრიზად Aston Martin V8 Vintage გადაეცა.

გოგონას, რომელიც სხვადასხვა სახის საქველმოქმედო საქმიანობით არის დაკავებული, 25ათასი დოლარის დახარჯვა მოუწია იმისათვის, რომ შოუში მონაწილეობა მიიღო. თუმცა, საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ ამ თანხის გადახდა ნამდვილად ღირდა.

სპორტული ავტომობილი Aston Martin Vintage ალუმინის დეტალებით არის დამზადებული და უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. გადაცემათა კოლოფი 6 სიჩქარიანი მექანიკური გახლავთ, ხოლო 100კმ/სთ სიჩქარეს 5 წამში ანვითარებს.

თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ავტომობილის მფლობელს პრიზის გაყიდვა აქვს გადაწყვეტილი, რამაც, ერთგვარი უკმაყოფილება გამოიწვია.

”მე ამ ავტომობილს ვყიდი! თუმცა, ვაპირებ შევიძინო ამ მოდელის სათამაშო, რათა მუდამ მახსოვდეს ის. მე არ ვიცი როგორ ვმართო ავტომობილი, შესაბამისად არასდროს მომეცემა საშუალება ჩემი პრიზით ვისიამოვნო” – განაცხადა გოგონამ სოც-ქსელის მეშვეობით.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები