ამერიკელმა პოპ-ვარსკვლავებმა უნიკალური Honda Civic შექმნეს. 2016 წლის ავტომობილი, რომელიც 2 ფერშია შესრულებული ივნისის ბოლოს კონექტიკუტის აუქციონზე გაიყიდება. ტუნინგის ავტორების ვინაობა თავიდან არ ხმაურდებოდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი ყველასათვის კარგად ნაცნობი ვარსკვლავები არიან. როგორც აუქციონის სახლის წარმომადგენელს წამოსცდა, Honda-ს ფერი და ზოგადი დიზაინი ამერიკელ შემსრულებლებს – დემი ლოვატოსა და ნიკ ჯონასს ეკუთვნით. შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალება ძირითადად ახალგაზრდა მყიდველებს დააინტერესებთ.
აღსანიშნავია, რომ ავტომობილის გარბენი 320 კმ.-ია და მასზე სხვადასხვა სელებრითების ავტოგრაფების ამოკითხვაა შესაძლებელი. და თუ რა იქნება ლოტის საწყისი ღირებულება ესეც სულ მალე გაირკვევა.