LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელმა Tesla-ს ექვს ადგილიანი Cybertruck თავისი ხელით გააკეთა

1035
Cybertruck_86-1536x864

მიუხედავად იმისა, რომ Tesla-მ ჯერ კიდევ 2019 წელს მიანიშნა უფრო ტევად Cybertruck-ზე, ექვსადგილიანი ვერსია კომპანიას დღემდე არ გამოუშვია. სწორედ ამიტომ, აშშ-ში მცხოვრებმა მრავალშვილიანმა მამამ გადაწყვეტილება თავად მიიღო და საკუთარი პიკაპი დამოუკიდებლად გადააკეთა.

როგორც Carscoops წერს, Cybertruck-ის მფლობელი ოთხი შვილის მამაა და სურდა ავტომობილი, რომელშიც მთელი ოჯახი ერთდროულად მოთავსდებოდა. ამ მიზნით მან სალონიდან ცენტრალური კონსოლი მოხსნა და მის ადგილზე დამატებითი სავარძელი დაამონტაჟა. შედეგად, პიკაპის წინა რიგში სამი ადამიანი ეტევა – დამატებითი ვიწრო სკამი ორ სტანდარტულ სავარძელს შორის არის განთავსებული.

დამატებითი სავარძელი უსაფრთხოების ღვედით არის აღჭურვილი, თუმცა ინიციატივამ სოციალურ ქსელებში მწვავე კრიტიკა გამოიწვია. მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ავტორმა არ გაითვალისწინა უსაფრთხოების ბალიშების ქარხნული განლაგება – ავარიის შემთხვევაში მათმა გააქტიურებამ შესაძლოა ცენტრალურ სავარძელზე მჯდომი მგზავრი დააზიანოს. ასევე გამოითქვა ეჭვი, რომ სკამი საკმარისად მყარად არ არის დამაგრებული და ძლიერი შეჯახებისას შესაძლოა ადგილიდან მოწყდეს.

მიუხედავად უსაფრთხოების საკითხებზე გაჩენილი კითხვებისა, პროექტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ Cybertruck-ის მფლობელები ხშირად არ ელოდებიან ოფიციალურ გადაწყვეტილებებს და საჭიროების შემთხვევაში მანქანას საკუთარი მოთხოვნების მიხედვით ცვლიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები