ამერიკელი დიზაინერი და ფირმის მფლობელი, ჩიპ ფუზი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავტოკომპანიის შტაბ-ბინაში 30-იანი წლების Cadillac-ს გააცოცხლებენ, რომელიც 1935 წელს, ერთადერთ ეგზემპლარად იქნა აგებული. კომპანიამ მომავალი მოდელის ერთადერთი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორი იქნება სამომავლო ავტომობილი.
1930-იან წლებში ავტომობილის მფლობელი სადილერო ცენტრის მფლობელი უეს რაიდელი იყო. ავტომობილის დიზაინი შემუშავებული იქნა კონცერნის მთავარი დიზაინერის, არტ როსს-ის მიერ. პროექტი უცნობი მიზეზების გამო არ განვითარდა და მხოლოდ ერთი ეგზემპლარის სახით იქნა წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ ეს ავტომობილი აგებული იქნება სედანის ბაზაზე და ორიგინალი მოდელისგან განსხვავებით გაძლიერებული მონაცემები ექნება. ჯერ-ჯერობით Cadillac-ის შესახებ სხვა დეტალები ცნობილი არ არის.