LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკულ ბაზარზე BMW-ს გაყიდვები 9,4%-თ შემცირდა

83

ცნობილია, რომ გასულ წელს BMW ამერიკული საავტომობილო ბაზრის პრემიუმ სეგმენტის ერთ-ერთი წარმატებული ბრენდი გახლდათ. თუმცა წელს სიტუაცია შეიცვალა და გაყიდვების მიხედვით მესამე ადგილს იკავებს.

ანალიტიკოსების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით BMW-ს გაყიდვები 9,4%-თ შემცირდა, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ამერიკულ ბაზარს ახალი ლიდერი ჰყავს Mercedes-Benz-ის სახით.

უცხოური პრესის წარმომადგენლები ამ საკითხით დაინტერესდნენ და კომპანია BMW-ს ამერიკულ წარმომადგენლობას დაუკავშირდნენ. როგორც ირკვევა, მათი პრობლემა ავტომობილების ელექტროსისტემებს უკავშირდება, რომელიც იანვრის თვეში დაიწყო და როგორც ჩანს დღემდე გრძელდება.

როგორც BMW-ს დილერები აცხადებენ, იანვრის თვიდან მოყოლებული სარეალიზაციოდ გამზადებული მოდელების რიცხვი იზრდებოდა, ხოლო მათი შეძენის მსურველების რიცხვი დღითიდღე იკლებდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად პრობლემებისა BMW კვლავინდებურად აგრძელებს ინვესტიციების ჩადებას ამერიკულ ბაზარზე, თუმცა კრიტიკოსების ვარაუდით, სიტუაციის გამოსწორება წლის ბოლომდე შეუძლებელი იქნება…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები