LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკულმა სასტუმრომ ყველასათვის საყვარელი ფილმი „მარტო სახლში“ გააცოცხლა

25

ამერიკულმა სასტუმრომ ყველასათვის საყვარელი ფილმი „მარტო სახლში“ გააცოცხლა. პორტალ “Boston News”-ის ინფორმაციით, საუბარია ნიუ-იორკში მდებარე სასტუმო Plaza Hotel-ზე, სადაც წლების წინ ფილმის რამდენიმე მთავარი სცენა გადაიღეს.

წელს „მარტო სახლშის“ გადაღებიდან 25 წელი გავიდა და სასტუმროს ადმინისტრაციამ იუბილის საინტერესოდ აღნიშვნა გადაწყვიტა. აქცია რამდენიმე დღე გაგრძელდება და 895 დოლარად ფილმის ფანებს 1992 წლის მენიუს დაგემოვნება, კომედიის ხუთივე ნაწილის ჩანაწერისა და სუვენირების მიღება და რაც ყველაზე საინტერესოა, ფილმის მთავარი პერსონაჟის თავგადასავალის თავის თავზე გამოცდა შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ სურვილის შემთხვევაში სტუმრები დამატებით სერვისს- ქალაქში ლიმუზინით გასეირნებასაც მიიღებენ.

https://www.youtube.com/watch?v=wU6EmzFaFf0

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები