LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამინდი და ზოდიაქოს ნიშნები

654

ზოგს მზიანი ამინდი უყვარს, ზოგი პირიქით – წვიმასა და თოვლში ხედავს რომანტიკას. ასრტოლოგები ირწმუნებიან, რომ ზოდიაქოს ნიშნები აბსოლუტურად განსხვავებულად რეაგინებენ კლიმატურ ცვლილებებზე.

ვერძი

ვერძს თბილი და მზიანი ამინდი უყვარს, გეომაგნიტურ დღეებში კი, უძილობა და თავის ტკივილი აწუხებს. თუ არ იცით როგორ დააღწიოთ თავი პრობლემებს, კატაბალახას ნაყენი მიიღეთ და ეცადეთ ნაკლებად გადაიტვირთოთ თქვენთვის მძიმე დღეებში.

კურო

კუროს ნაკლებად აწუხებს კლიმატური კატაკლიზმები, თუმცა მომატებული ტენიანობა ხშირად ხდება მისი გაციების მიზეზი. გამოსავალი ერთია – წყლის გამაჯანსაღებელი პროცედურები.

ტყუპები

ტყუპები სწრაფად ეგუებიან ატმოსფერულ ცვლილებებს, თუმცა გეომაგნიტურ დღეებში უჭირთ ემოციური სტაბილურობის შენარჩუნება. კარგი განწყობის შესანარჩუნებლად, აირჩიეთ სპორტის საყვარელი სახეობა და რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ.

კირჩხიბი

ამინდის ცვლილებას ყველაზე რთულად კირჩხიბი ეგუება, რომელსაც საერთო სისუსტესთან ერთად, განწყობაც ხშირად უფუჭდება. ორგანიზმის გამოფიტვის თავიდან ასაცილებლად რაც შეიძლება მეტი წვენი და მინერალური წყალი დალიეთ, იმ შემთხვევაში კი, თუ ცუდ ამინდს თავის ტკილით პასუხობთ, თქვენთვის საუკეთესო ექიმი – დასვენებაა.

ლომი

ლომს საშინლად არ უყვარს მოღრუბლული, წვიმიანი ამინდი. ნებისმიერი აფეთქება მზეზე კი, საპასუხო “აფეთქებას” იწვევს მის თავში. თუ ასეთ დღეებში ვერაფრით ერევით საკუთარ ემოციებს, მიიღეთ დამამშვიდებელი ბალახის ნაყენი და ეცადეთ ზედმეტად არ გადაიტვირთოთ.

ქალწული

ქალწულს სითბო უყვარს და გმირულად ებრძვის სიცივეს. თუ ზამთრის სეზონზე ენერგიის ნაკლებობა იგრძენით, ჩაეწერეთ სპორტულ დარბაზში და ზომიერი ფიზიკური დატვირთვის წყალობით თავისუფლად მოაგვარებთ ნებისმიერ “კონფლიქტს” ამინდთან.

სასწორი

ამინდის ცვალებადობას სასწორი განწყობის ხშირი ცვლილებით პასუხობს, ემოციონალური სტაბილურობის შენარჩუნება კი, განსაკუთრებით გაზაფხულზე უჭირს. დააბალანსეთ საკუთარი კვება, მეტი ისეირნეთ და ეცადეთ ნაკლები ყურადღება მიაქციოთ გამაღიზიანებელ მეტეოროლოგიურ პროგნოზებს.

მორიელი

მორიელი ნებისმიერ ამინდში კარგად გრძნობს თავს, თუ რა თქმა უნდა ზოგადი პრობლემებით არაა შეწუხებული. გაღიზიანებულს კი, ნებისმიერი ამინდი უფუჭებს ხასიათს. მოიწესრიგეთ ნერვული სისტემა და ეცადეთ მსუბუქად შეხედოთ ცხოვრებას.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი იშვიათად აქცევს ყურადღებას ამინდს, თუმცა, გეომაგნიტურ დღეებში გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს უჩივის. დაიცავით დიეტა, მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და მძიმე დღეები თქვენთვის ყოველთვის მშვიდად ჩაივლის.

თხის რქა

თხის რქას ერთნაირად უყვარს ზამთარიც, ზაფხულიც და არასდროს რეაგირებს მეტეოცვლილებებზე. თუმცა, მომატებული ტენიანობა საკმაოდ ნეგატიურად მოქმედებს მის სახსრებზე, გეომაგნიტური დღეები კი, განწყობას უფუჭებს. დააბალანსეთ თქვენი კვება, მიიღეთ მეტი სითხე და ეცადეთ მძიმე დღეებში ყურადღება სასიამოვნო საქმეებზე გადაიტანოთ.

მერწყული

ატმოსფერული კაპრიზებს  მერწყული ყოველთვის მშვიდად პასუხობს და არანაირ დისკომფორტს არ განიცდის თუ რა თქმა უნდა, მისი ორგანიზმი დასუსტებული არაა. მეტი ყურადღება დაუთმეთ ვარჯიშს, გაკაჟდით და თქვენთვის არასდროს იქნება ცუდი ამინდი.

თევზები

თევზებს რა თქმა უნდა, ცივი და ნესტიანი ამინდი უყვართ, თუმცა, საკმაოდ მძიმედ რეაგირებენ გეომაგნიტურ ცვილებებზე. დაიცავით ბოსტნეულის დიეტა, მიიღეთ დამამშვიდებელი ბალახი, მეტი ისეირნეთ და დატკბით საყვარელი ამინდით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები