ამსტერდამში ძველი ნაძვის ხეებისგან სასუქს დაამზადებენ. ადგილობრივებს დღესასწაულის შემდეგ უსარგებლო ნაძვის ხის ჩაბარება სპეციალურ პუნქტებში შეეძლებათ. ხეებს ქალაქის პარკებში სასუქად გამოიყენებენ და ასევე, ეკოლოგიურ საწვავად გადააქცევენ. სიახლის შესახებ Dutchnews წერს.
მთლიანობაში ამსტერდამში 1000-ზე მეტი ჩასაბარებელი პუნქტი იმუშავებს. ძველ ნაძვებს გაასუფთავებენ და დაანაწევრებენ. შემდეგ ეს მასა საწარმოში გაიგზავნება და დამზადდება ბიომასა, რომელსაც ქალაქის გასათბობად გამოიყენებენ.
დარჩენილი ტოტებისგან და წიწვებისგან ქალაქის პარკებისთვის სასუქს დაამზადებენ.
აღსანიშნავია, რომ ამასობაში სტოკჰოლმში ახალი წლის შემდეგ ნაძვებს წყალსაცავებში ყრიან, რათა თევზებს გასამრავლებლად კომფორტული სივრცე შეუქმნან.