LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამი ელექტრო ველოსიპედების „დამუხრუჭებას“ აპირებს

136
thumb_1024x663_amst-cycling-11zon

ამსტერდამის მერია აპირებს, რომ სკოლების, პარკების და საფეხმავლო ზონების სიახლოვეს ელექტრო ველოსიპედების სიჩქარე ავტომატურად შეზღუდოს. ამისათვის ჩინოვნიკები ველოსიპედების მწარმოებლებთან და ევროკომისიასთან აპირებენ მოლაპარაკებას, წერსThe Mayor.

დიდი ალბათობით, ელექტროველოსიპედებს ქალაქის ციფრულ ინფრასტრუქტურაში ჩართავენ. ტექნოლოგია იმის გარანტია იქნება, რომ კანონით განსაზღვრულ რაიონებში ველოსიპედი მხოლოდ დაშვებული სიჩქარით იმოძრავებს.

იმის გამო რომ ეს სისტემა ველოსიპედისტის გადაადგილების შესახებ პირად მონაცემებს გამოიყენებს, ამსტერდამის მერიამ ევროკომისიისგან პერსონალური მონაცემების კანონის დარღვევის ნება უნდა მიიღოს.

მერია ჯერ-ჯერობით არ აზუსტებს, თუ როგორ იმუშავებს ახალი შეზღუდვა. შესაძლოა სიჩქარე დისტანციურად შეზღუდონ, მეორე ვერსიით კი მძღოლს სიჩქარის კლებისკენ მიანიშნებენ.

სიახლის მიზეზი გახდა ველოსიპედების მონაწილეობით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობის ზრდა. საქმე ისაა, რომ ეკოლოგიური ტრანსპორტის ახალ მოდელებს საკმაოდ დიდი სიჩქარის განვითარება შეუძლიათ. ამიტომ, ქალაქში მათი გადაადგილება სერიოზული ტრავმებით სრულდება როგორც ველოსიპედისტებისთვის, ასევე ქვეითებისთვისაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები