LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამში ახალი წელი არ იქნება

100
Amsterdam-new-years-eve-1024x681

ამსტერდამში ახალი წლის აღნიშვნა გადაიფიქრეს. მიზეზი – კორონავირუსის ინფექციით დაავადებულთა რაოდენობის ზრდაა. მკვეთრადაა მომატებული ჰოსპიტალიზებულთა რიცხვიც. ეპიდვითარების გამო ხელისუფლებამ ნაწილობრივი ლოკდაუნიც გამოაცხადა.

ამსტერდამში ახალი წელი საზოგადოებრივი ზეიმის და წვეულებების გარეშე ჩაივლის.

წელს არ იქნება არც ფეიერვერკები და ზედმეტი ხმაური.

შეგახსენებთ, რომ ამსტერდამში გასულ წელს ფეიერვერკის გაშვება კანონითაც კი ისჯებოდა. ამ მიზეზით წელს ქალაქის მერია მასშტაბური საქალაქო შოუს ჩატარებას გეგმავდა. თუმცა, პანდემიამ ისევ ყველა გეგმა ჩაშალა და დღესასწაულის აღნიშვნა ამსტერდამელებს წელსაც სიჩუმეში მოუწევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები