ამსტერდამში „ლუდის ველოსიპედები“ აიკრძალა. ქალაქის ხელისუფლებას სხვა გზა აღარ ქონდა და ტურისტების საყვარელი გასართობი აკრძალა, მიზეზი – ადგილობრივთა საჩივრებია. საქმე ისაა, რომ ე.წ. „ლუდის ველოსიპედები“ რომლებიც ქალაქის ცენტრში მრავლად მოძრაობენ, საზოგადოებრივ წესრიგს არღვევენ.
შეგახსენებთ, რომ ასეთი ველოსიპედი 10 ან მეტ ადამიანს იტევდა და მათ საშუალებას აძლევდა რომ ქალაქი ლუდისა და სასუსნავის თანხლებით დაეთვალიერებინათ. როგორც წესი, ამ ტრანსპორტს რამდენიმე მეგობარი ერთად ქირაობდა ხოლმე და ამსტერდამის ქუჩებში ნამდვილი მხიარულებაც იწყებოდა.
„ლუდის ველოსიპედი“ ფაქტობრივად, ეს იყო ბორბლებზე მოსიარულე პაბი, რომელიც ბუნებრივია, გზებზე ბევრ დისკომფროტს წარმოქმნიდა და სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ მათი აკრძალვა გადაწყვიტა.