ანი სირაძე: „ქავერების“ პოპულარობა უნდა შეწყდეს და დაიწეროს უფრო მეტი ქართული სიმღერა…“

72

ანი სირაძე „ოქროს ტალღაზე“ წელს პირველად არის წარდგენილი – „ძალიან ვღელავ“, აღნიშნა მომღერალმა ჩვენთან საუბრისას. მისი თქმით, „ოქროს ტალღა“ ის კონკურსია, რომელიც ხელს უწყობს უფრო მეტი ქართული სიმღერის შექმნას, რამაც  უცხოური სიმღერების „ქავერები“ უნდა ჩაანაცვლოს.

ანი სირაძე:

მამუკა ჩარკვიანმა 16 წლის ასაკში დაწერა ეს სიმღერა, რომლის ახლებური ვერსიაც მე ჩავწერე. თავად მამუკას ძალიან მოეწონა მის სოლოკონცერტზე და სწორედ მას შემდეგ გადავწყვიტე მისი ჩაწერა (იღიმის). ლექსი, რა თქმა უნდა, ბატონ ჯანსუღ ჩარკვიანს ეკუთვნის. რასაკვირველია, სიმღერა „არ დაიდარდოზე“ მოვიტანე. ვიცი, რომ წარმატებით გადის და ხშირად ითხოვენ.

რაც შეეხება თავად წლის სიმღერის კონკურსს, არ დაგიმალავთ, ვღელავ, რადგან „ოქროს ტალღაზე“ პირველად ვარ წარდგენილი. ვიცი, რომ წელს განსაკუთრებულად მასშტაბურად და გრანდიოზულად ტარდება. ვფიქრობ, მომღერლებისთვის არის სტიმული, ყოველ წელს მეტი ქართული სიმღერა შექმნან და ჩაწერონ. ამ კონკურსზე ნომინირება, ჩემი აზრით, უკვე წარმატებაა. „ოქროს ტალღა“ ხელს უწყობს, რომ უფრო მეტი ქართული სიმღერა დაიწეროს და შეწყდეს „ქავერების“ პოპულარობა. მომღერლისთვის, პირველ რიგში, საკუთარი რეპერტუარია ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ახლა ვაპირებ კიდევ ერთი ახალი სიმღერის ჩაწერას, რომელსაც მალე, „ოქროს ტალღამდე“ მივიტან „არ დაიდარდოში“ (იღიმის).

„ოქროს ტალღის” გენერალური სპონსორია „თეგეტა მოტორსი“,  ინტერნეტსპონსორია დეველოპერული კომპანია “m2 უძრავი ქონება” და  სპონსორი ავეჯის ცენტრი „პანორმა და კლასიკა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები