ეს ფოტოსესია საოპერო მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილმა ახლახან საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე განათავსა. ის ფოტოგრაფ გრეგორი რეჯინის ეკუთვნის. გადაღებულია ახალი ჟურნალის „Georgia To See“-სთვის. ამ ჟურნალის მთავარ გვერდზე განთავსდა ფოტო, რომელზეც მომღერალს ძლივს იცნობთ. ასეთი გარდასახვა მისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. გრეგორი რეჯინის კი უყვარს ამგვარი ექსპერიმენტები და ზოგადად, აფასებს შავ-თეთრ ფოტოსესიებს.