LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი: ძალიან სტაბილური წყვილი ვართ

28

ფილმის „ზღვასთან ახლოს“ პრემიერამდე რამდნიმე დღე რჩება. ამ თარიღამდე კი ჯოლიმ სპეციალური პრეს-კონფერენცია გამართა, ამის შემდეგ კი ის მეუღლესთან ინტერვიუს მისაცემად ერთად სტუდიას The Today Show ესტუმრა.

უკანასკნელ დროს პრესაში ხშირად დადიოდა ხმები წყვილს შორის არსებული პრობლემების შესახებ. ბუნებრივია, კითხვების უმრავლესობა სწორედ ამ თემას შეეხო.

„ამ ფილმში ისტორია ჩვენზე რომ იყოს, ვერ შევძლებდით მასში თამაშს. სინამდვილეში, ჩვენ ძალიან სტაბილური წყვილი ვართ, არ გავქვს ასეთი პრობლემები, – განაცხადა ჯოლიმ.

სირთულეების გადალახვას, როდესაც ის ჩნდება, ჯოლი და პიტი ერთად ამჯობინებენ. ცოტა ხნის წინ ანჯელინამ რთული ოპერაცია გადაიტანა და ბრედი მას მუდმივად გვერდში ედგა.

„ამ პერიოდში ვიცოდი, რომ ის ჩემს მხარეს იყო. არასოდეს მიგვრძნია თავი უფრო ქალურად, რადგან ჩემი ქმარი არ დაუშვებდა რამე მომხდარიყო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები