ანჯელინა ჯოლის თაყვანისმცემლებს აქვთ საშუალება, იყიდონ სახლი, სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავმა ბავშვობა გაატარა. ნიუ-იორკთან ახლოს მდებარე სახლი „როკლენდ-ქაუნთი“ ჯოლის დედას, მარშელინს ეკუთვნოდა.
უძრავი ქონების ღირებულება 2 მილიონ 49 ათასი დოლარია. სახლის წინა მფლობელმა „როკლენდ-ქაუნთი“ მილიონ 200 ათას დოლარად იყიდა. გაარემონტა 1950-იანებში აშენებული ოთხსაძინებლიანი სახლი და გარშემო ტერიტორიაც მოაწესრიგა, შესაბამისად, სახლის ფასმაც აიწია.
ჯოლისთვის ამ სახლს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ანჯელინამ როკლენდ-ქაუნთში“ დედასთან და ძმასთან ერთად 70-იან წლებში, მშობლების გაშორების შემდეგ იცხოვრა.